საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს

დღეს, „რუსთავი2"-ის ეთერში ნიკა გვარამიასა და ზაალ უდუმაშვილის მიერ  გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განცხადების ავტორების საყურადღებოდ კანონს განმარტავს. განცხადებაში საუბარი იყო თითქოსდა არაკანონიერად დამოწმებულ სანოტარო აქტზე (მინდობილობაზე).

კერძოდ, სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად, მინდობილობა/რწმუნებულება ცალმხრივი გარიგებაა, რომლითაც ერთი (ან რამდენიმე) პირის მიერ ცალმხრივად ხდება ნების გამოვლენა ნოტარიუსის წინაშე. ამგვარად, ნების გამოვლენით კონკრეტულ პირს გადაეცემა გარკვეული უფლებამოსილებები.

მინდობილი პირის ინფორმირება არ წარმოადგენს ნოტარიუსის კომპეტენციას  და მით უფრო, ასეთი სახის ვალდებულებას კანონი არ იცნობს.

ამიტომაც, მინდობილობის სანოტარო წესით დამოწმებისას,  სავალდებულო არ არის სანოტარო დოკუმენტში მინდობილი/რწმუნებული პირის ხელმოწერის ასახვა და არც მინდობილი პირის ნების გარკვევა.

შესაბამისად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნიკა გვარამიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მას ამ თემაზე იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში