ნოტარიუსთა თანაშემწეებისთვის „მოქალაქეთა ეფექტურ მომსახურებაში“ სწავლება დაიწყო
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა თანაშემწეებისთვის „მოქალაქეთა ეფექტურ მომსახურებაში“ სწავლება დაიწყო. ტრენინგს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ტრენერი ჩაატარებს.
სწავლებას, ეტაპობრივად, გაივლიან ნოტარიუსთა ის თანაშემწეები, რომელთაც აქტიური კომუნიკაცია აქვთ მოქლაქეებთან.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი, სანოტარო ბიუროებში მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით, სისტემატურად ატარებს ტრენინგებს ნოტარიუსებისა და სანოტარო ბიუროს თანამშრომელთათვის. ასევე, ცენტრის ფუნქციაში შედის მომსახურების სტანდარტების დახვეწა, მომსახურების პროცესის მუდმივი მონიტორინგი, პრობლემების გამოვლენა და ხარვეზების აღმოფხვრა.სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560