სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება დაიწყო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველთა სტაჟირების კონკურსს. საბუთების მიღება იწყება 2015 წლის 30 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით.

სტაჟირების კონკურსი ჩატარდება 29 ნოემბერს, ტესტირების ფორმით ზოგად უნარებში.
კონკურსანტებმა საბუთები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: internships@notary.ge ან წარადგინონ ნოტარიუსთა პალატის სამდივნოში (მის.: აკ.წერეთლის გამზ.№142; ტელ.: 2206 777 (1119)).

წარსადგენი საბუთები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის-დიპლომის ასლი;
  • აპლიკაცია თანდართული ფორმის შესაბამისად (აუცილებელია აპლიკაციის ფორმით გამოგზავნა);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფერადი ფოტოსურათი.

სტაჟიორები რვა თვის განმავლობაში გადიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს. სტაჟირების გასავლელად ნოტარიუსთა პალატისთვის გადასახდელი საფასურის ოდენობაა 600 ლარი.

დანართი (აპლიკაცია)


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში