გახდი შენი რაიონის ნოტარიუსი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც ჩატარდება იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში. გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება 12 ოქტომბრიდან დაიწყო და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება (დეტალური ინფორმაცია იხილეთ: (http://www.notary.ge/geo-2582-notariusta-sakvalifikacio-gamocda).

საკვალიფიკაციო გამოცდა ნოტარიუსად დანიშვნის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველ მაგისტრანტებს შანსი აქვთ, საკუთარ ქვეყანას იმ დასახლებებში ემსახურონ, სადაც მოსახლეობას მათი დახმარება სჭირდება. წყალტუბო, ქედა, ცაგერი, მესტია, ვანი, ონი, ასპინძა, თიანეთი, ადიგენი, ამბროლაური, ნინოწმინდა - ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ამჟამად სანოტარო სერვისი ხელმისაწვდომი არ არის. 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, კანდიდატი, რომელიც ყველა შესაბამის პირობას დააკმაყოფილებს, სამი წლის ვადით დაინიშნება ნოტარიუსად იმ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მას საქმიანობის გაგრძელება მისთვის სასურველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში შეეძლება.
ამის სანაცვლოდ, ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ამ სამი წლის განმავლობაში გაუწევს ფინანსურ დახმარებას, რომელიც, საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადასახადისგან გათავისუფლდება. დახმარება ითვალისწინებს სანოტარო ბიუროს ქირის გადასახადს, ტექნიკურ აღჭურვილობას, ფულად დახმარებას... შესაბამისად, ახლად დანიშნულ ნოტარიუსს ყველა პირობა ექნება სანოტარო საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად. 
ასევე, ნოტარიუსობის კანდიდატს, რომელიც დაინიშნება მაღალმთიან ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის, საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილ საფასურს აუნაზღაურებს ნოტარიუსთა პალატა.
ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი პირობებია: უმაღლესი იურიდიული განათლება (საკმარისია ბაკალავრიატიც), ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა (სტაჟირების გავლისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფო სამსახურში იურისტად მუშობის 5 წლის სტაჟი).


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში