როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ განაცხადა,სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებული მიიღებს სერტიფიკატს, შეიქმნება ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, სადაც ყველა სერტიფიცირებული პირი დარეგისტრირდება და შემდგომში ნოტარიუსი სანოტარო ბიუროსთვის კვალიფიციურ თანამშრომელს აღნიშნული ბაზიდან შეარჩევს. „გაიზარდა ნოტარიუსთა რაოდენობა, ამასთან ნოტარიუსებს ბევრი ახალი ფუნქცია დაემატათ, შესაბამისად, სანოტარო ბიუროებში თანამშრომლებზე მოთხოვნაც გაიზარდა,“ - აღნიშნა ხოფერიამ.
ნოტარიუსის თანაშემწეთა სასწავლო კურსის გავლის უფლება აქვს ნებისმიერი უმაღლესი განათლების მქონე პირსა და უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს. სასწავლო კურსი მოიცავს როგოც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას, ტრენინგს „ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში“. პირველ ეტაპზე, ამა წლის აპრილში, ერთთვიან მომზადებას 100-მდე მსურველი გაივლის.
ნოტარიუსთა პალატა სანოტარო ბიუროში დასაქმების მსურველთა მომზადებას იწყებს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებლად სწავლებას იწყებს. კურსდამთავრებულებს დასაქმების რეალური შანსი ექნებათ.როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ განაცხადა,სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებული მიიღებს სერტიფიკატს, შეიქმნება ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, სადაც ყველა სერტიფიცირებული პირი დარეგისტრირდება და შემდგომში ნოტარიუსი სანოტარო ბიუროსთვის კვალიფიციურ თანამშრომელს აღნიშნული ბაზიდან შეარჩევს. „გაიზარდა ნოტარიუსთა რაოდენობა, ამასთან ნოტარიუსებს ბევრი ახალი ფუნქცია დაემატათ, შესაბამისად, სანოტარო ბიუროებში თანამშრომლებზე მოთხოვნაც გაიზარდა,“ - აღნიშნა ხოფერიამ.
ნოტარიუსის თანაშემწეთა სასწავლო კურსის გავლის უფლება აქვს ნებისმიერი უმაღლესი განათლების მქონე პირსა და უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს. სასწავლო კურსი მოიცავს როგოც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას, ტრენინგს „ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში“. პირველ ეტაპზე, ამა წლის აპრილში, ერთთვიან მომზადებას 100-მდე მსურველი გაივლის.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560