ქორწინების რეგისტრაცია სანოტარო ბიუროშიც არის შესაძლებელი

ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობების გაცემის უფლება, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სამოქალაქო რეესტრის პარალელურად, ნოტარიუსებსაც მიენიჭათ.
სამოქალაქო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა შესაბამის ბაზებთან წვდომის უზრუნველსაყოფად, დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს: საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ნოტარიუსთან ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაცია ევროპის ქვეყნებაში (ბელგია, საფრანგეთი...) დანერგილი პრაქტიკაა. წყვილებს საქართველოშიც არჩევანის მეტი საშუალება მიეცემათ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გარდა, შეეძლებათ, საქართველოში მოქმედ ნებისმიერ ნოტარიუსთან დაარეგისტრირონ ქორწინება ან განქორწინება და მიიღონ შესაბამისი მოწმობა. ასევე, წყვილებს შესაძლებლობა ექნებათ,  ქორწინების რეგისტრაციისას მიიღონ სარიტუალო მომსახურებაც როგორც სანოტარო ბიუროში, ასევე, სანოტარო ბიუროს გარეთ.
ამასთან, წყვილი, ვინც ნოტარიუსთან ქორწინების ხელშეკრულებას გააფორმებს, აღარ მოუწევს სამოქალაქო რეესტრში წასვლა, ნოტარიუსთანვე მიიღებს ქორწინების მოწმობას. აღსანიშნავია, რომ ქორწინების ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების მსურველთა რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა. 2010 წელს ნოტარიუსთან საქორწინო ხელშეკრულება 7-მა წყვილმა გააფორმა, გასულ წელს - 13-მა, წელს - ოთხმა წყვილმა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში