სანოტარო სერვისის მიღება უკვე ექვს საზოგადოებრივ ცენტრშია შესაძლებელი

სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაწყებული კამპანია გრძელდება. სანოტარო სერვისებით სარგებლობა უკვე ექვს საზოგადოებრივ ცენტრშია შესაძლებელი.

ყვარელწყალი (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მეჯვრისხევი (გორის მუნიციპალიტეტი),  მუხაესტატე(ქობულეთის მუნიციპალიტეტი),  ფოკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი),  სართიჭალა (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) - ამ სოფლებში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში სანოტარო სერვისები ეტაპობრივად დაინერგა. გასული კვირიდან აღნიშნულ სოფლებს სოფელი ჯვარიც (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) დაემატა. ნოტარიუსები ადგილობრივ მოსახლეობას კვირაში ერთხელ ემსახურებიან და მათ  სანოტარო სერვისების მისაღებად მუნიციპალიტეტებში  წასვლა აღარ უწევთ.

საზოგადოებრივ ცენტრებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა  ნებისმიერი სანოტარო, მათ შორის ონლაინ სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლონ.

უახლოეს მომავალში სანოტარო სერვისები დანარჩენ საზოგადოებრივ ცენტრებშიც  დაინერგება. 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში