საჯარო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან წვდომის უზრუნველსაყოფად, დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს: საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა მოაწერეს ხელი.
„ნოტარიატში დანერგილი სიახლეები მომხმარებელთა მომსახურების გამარტივებაზეა ორიენტირებული. მოქალაქეს საშუალება ეძლევა, როგორც სანოტარო, ასევე, საჯარო რეესტრის მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს“, - განაცხადა ნინო ხოფერიამ.
ნოტარიუსთან გარიგების გაფორმებისას, მომხმარებელს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევს საჯარო რეესტრში მისვლა. ნოტარიუსი თვითონ მოახდენს გარიგების რეგისტრაციას და ამონაწერსაც გასცემს. ამასთან, ნოტარიუსთან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დაჩქარებული წესით დარეგისტრირებისას საფასური არ გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცლის მიღებაც შეუძლია. ანუ, ნოტარიუსთან გაფორმებული ხელშეკრულების (იპოთეკის, გირავნობის, ვალის, სესხის...) საფუძველზე, დავის წარმოშობის შემთხვევაში, დაზარალებული მხარე სააღსრულებო ფურცელს გამარტივებული ფორმით, სასამართლოს გარეშე, პირდაპირ ნოტარიუსისგან იღებს.
ნოტარიუსებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების რეგისტრაციის უფლება მიენიჭათ
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებისა და კომპანიების რეგისტრაციას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პარალელურად, ნოტარიუსებიც განახორციელებენ.საჯარო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან წვდომის უზრუნველსაყოფად, დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს: საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა მოაწერეს ხელი.
„ნოტარიატში დანერგილი სიახლეები მომხმარებელთა მომსახურების გამარტივებაზეა ორიენტირებული. მოქალაქეს საშუალება ეძლევა, როგორც სანოტარო, ასევე, საჯარო რეესტრის მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს“, - განაცხადა ნინო ხოფერიამ.
ნოტარიუსთან გარიგების გაფორმებისას, მომხმარებელს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევს საჯარო რეესტრში მისვლა. ნოტარიუსი თვითონ მოახდენს გარიგების რეგისტრაციას და ამონაწერსაც გასცემს. ამასთან, ნოტარიუსთან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დაჩქარებული წესით დარეგისტრირებისას საფასური არ გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცლის მიღებაც შეუძლია. ანუ, ნოტარიუსთან გაფორმებული ხელშეკრულების (იპოთეკის, გირავნობის, ვალის, სესხის...) საფუძველზე, დავის წარმოშობის შემთხვევაში, დაზარალებული მხარე სააღსრულებო ფურცელს გამარტივებული ფორმით, სასამართლოს გარეშე, პირდაპირ ნოტარიუსისგან იღებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560