საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში გაწევრიანების საკითხს დააყენებს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია და ნოტარიუსი გიორგი ჭიტაშვილი ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ეგიდით, ბრაზილიაში გამართულ ღონისძიებებს დაესწრებიან.
ნინო ხოფერია ერთ-ერთ შეხვედრაზე გააჟღერებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივას საქართველოს ნოტარიატის ევროკაშირის ნოტარიუსთა საბჭოში გაწევრიანებისთვის მზაობის შესახებ. საქართველოს ნოტარიატს აქვს შესაძლებლობა, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს დამკვირვებელი წევრის სტატუსი მიენიჭოს.
ნოტარიუსი გიორგი ჭიტაშვილიც ჩაერთვება რიო-დე-ჟანეიროში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებში და მონაწილე ქვეყნების ნოტარიატების გამოცდილებას გაეცნობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ნოტარიატის სისტემის რეფორმირებაში ახალი თაობის ნოტარიუსებიც უკვე აქტიურად მონაწილეობენ.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2007 წლიდან ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრია. ხოლო ევროკაშირის ნოტარიუსთა საბჭოს დამკვირვებელი წევრის სტატუსის მინიჭება სისტემის განვითარებას მეტად შეუწყობს ხელს. ასევე, ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროპის ქვეყნების ნოტარიატების საერთო ქსელი, რაც ნოტარიატში დანერგილი საკანონმდებლო სიახლეების გაცნობის საუკეთესო საშუალებაა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599