ნოტარიუსის თანაშემწის სასწავლო კურსის გავლის მსურველთათვის საბუთების მიღება იწყება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა იწყებს საბუთების მიღებას ნოტარიუსის თანაშემწის სასწავლო კურსის გავლის მსურველთათვის.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა ერთ თვე. სწავლების  კურსი მიმდინარეობს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში.
სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სასწავლო ცენტრი გასცემს შესაბამის სერტიფიკატს. სერტიფიცირებული პირი დარეგისტრირდება ნოტარიუსის თანაშემწის ელექტრონულ მონაცემთა  ბაზაში. აღნიშნული ბაზით ისარგებლებს ნოტარიუსი კვალიფიციური თანაშემწის შერჩევის მიზნით.
სასწავლო კურსის ღირებულებაა 150 (ასორმოცდაათი) ლარი. თანხის გადახდა მოხდება სასწავლო კურსის დაწყების წინ.
საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 12 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში (მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ.№142, მეოთხე სართული), ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tjalagania@notary.ge.
საბუთების მიღების პირობების და მოთხოვნები

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში