საქართველოს ნოტარიუსთა პალატა კონტინენტური და საერთო სამართლის ჰარმონიცაზიის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია ნოტარიუსთა საერთაშორიოს კავშირის ეგიდით მოწვეულ, კონტინენტური და საერთო სამართლის ჰარმონიცაზიის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს.

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირში შეიქმნა კონტინენტური და საერთო სამართლის სპეციალური ჯგუფი, რომლის მიზანია აღნიშნული ორი სამართლებრივი სისტემის განსხვავებული სანოტარო პრაქტიკის განხილვა-განზოგადება. აღნიშნული ჯგუფის პირველი კრება დღეს, ლონდონში იმართება. კრების თემაა სამემკვიდრეო სამართალი.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთასორისო კაშირის აქტიური წევრია. საქართველოს ნოტარიატი ნოტარიუსთა საერთასორისო კაშირში 2007 წელს გაწევრიანდა. მას შემდეგ მონაწილეობს თითქმის ყველა საერთაშორისო კონფერენციასა თუ შეხვედრაში, ჩართულია ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციებს.

საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნოტარიატის განვითარებისთვის. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში