ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ვაკანსიას
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ვაკანსიას სანოტარო არქივის სამსახურის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე (8 ვაკანსია).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,
დიდი ლილო;
სამუშაო პერიოდი: 1 წელი, საგამოცდო ვადა 2 თვე.
ფუნქციები:
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში არსებული მასალების დასკანერება;
- დასკანერებული მასალების სპეციალურად მომზადებულ პროგრამაში ატვირთვა;
- დასკანრებული დოკუმენტების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერების შეტანა პროგრამაში;
- ნოტარიუსთა პალატის არქივში არსებული მასალების ქრონოლოგიურად დალაგება და თაროებზე განთავსება;
- ხელმძღვანელის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
- საშუალო განათლება
ცოდნა:
- რუსული ენის კითხვის დონეზე ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დატვირთულ რეჯიმში მუშაობის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
- მოწესრიგებულობა;
- ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ანკეტა სურათით (იხილეთ დანართი) 2015 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@notary.ge
წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება (წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება). დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599