ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკ.წერეთლის გამზ.№142;

სამუშაო პერიოდი: 1 წელი, საგამოცდო ვადა 2 თვე.

ფუნქციები:

  • უსაფრთხო ვებგვერდისა და ვებაპლიკაციების შექმნა, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შიდა პოლიტიკის, ისე ModSecurity მოდულისა და OWASP-ის მიერ დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით;
  • მოწოდებული PSD დიზაინიდან markup-ის გამართულად აწყობა;
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება

ცოდნა:

  • აუცილებელია ტექნიკური ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
  • HTML/CSS-ის უახლესი სტანდარტების კარგად ცოდნა;
  • HTTP სატანდარტების ცოდნა;
  • JavaScript/jQuery/AJAX ტექნოლოგიების კარგად ცოდნა, სხვადასხვა ბიბლიოთეკების გარჩევა და გამოყენება;
  • HTTP პროტოკოლისა და best practice-ების კარგად ცოდნა;
  •  PHP-ს კარგად ცოდნა (OOP, design patterns, debugging, best practices...);
  • სასურველია Git-ის პრაქტიკულად ცოდნა (branching workflow-ების გამართვა).

  გამოცდილება:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
  • Phtoshop-თან მუშაობის გამოცდილება, საიტის ასაგებად;
  • SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MySQL, MS SQL, Oracle, PL/SQL);
  • სერვისებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • Linux ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (LAMP-ის გამართვა და დაკონფიგურირება).

უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • აუცილებელი ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური  მუშაობის უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ანკეტა (იხილეთ დანართი) 2015 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@notary.ge

წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება (წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება). დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს.

 სააპლიკაციო ანკეტა


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში