ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ახალდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით,  ნოტარიუსობის 11 კანდიდატი ნოტარიუსის თანამდებობაზე დაინიშნა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია დღეს ახალდანიშნულ კოლეგებს შეხვდა და გააცნო სანოტარო საქმიანობის განსახორციელებლად კანონით დაკისრებულ  ვალდებულებები და ყველა ის სერვისი, რასაც მათ ნოტარიუსთა პალატა სთავაზობს.
ნოტარიუსებს ჩაუტარდათ  ტრენინგი ელექტრონული სანოტარო რეესტრის წარმოებაში (2009 წლიდან ყველა სანოტარო მოქმედება ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირდება), გაეცნენ სანოტარო მოქმედებების ონლაინ რეჟიმში შესრულების პროცედურებსა და ბოლო წლებში ნოტარიატში დანერგილ ყველა იმ  სიახლეს, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა სანოტარო  მომსახურება. ამასთან, ნოტარიუსები ჩაერთვებიან პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პროგრამაში, რაც ასევე მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისია და  მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად.
ახალდანიშნული ნოტარიუსები, ასევე, გახდებიან საჯარო, სამოქალაქო და მომსახურების სააგენტოების ელექტრონული ბაზების ავტორიზებული მომხმარებლები. აღნიშნული უწყებების ელექტრონულ მონაცემებით ნოტარიუსები 2009-2010 წლებიდან  სარგებლობენ, რაც სანოტარო საქმიანობის განხორციელებასა და შესაბამისად, მოქალაქეთა მომსახურებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე უკვე 216 ნოტარიუსია. იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, ნოტარიუსების მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. ანუ, 84 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს იურიდიული განათლების მქონე პირმა, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში