ქართველი ნოტარიუსები ჰოლანდიისა და ბელგიის სანოტარო სისტემას გაეცნობიან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ჰოლანდიაში გაემგზავრა. 24-25 იანვარს ამსტერდამში გაიმართება შეხვედრა სანოტარო სისტემის წარმომადგენლებთან. ქართველი ნოტარიუსები ჰოლანდიის ნოტარიატის სისტემას, მის სამართლებრივ მოწყობას, ელექტრონულ სერვისებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ინიციატივებს გაეცნობიან. შეხვერაზე საუბარი შეეხება, აგრეთვე, ჰოლანდიაში ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის პროცედურებს. 
ამსტერდამში ვიზიტის შემდეგ იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია ბრიუსელსაც  ესტუმრება და ბელგიის ნოტარიატის სისტემასა და მის სერვისებსაც გაეცნობა. ამასთან, სტუმრები ადგილობრივ სანოტარო ბიუროებსაც მოინახულებენ.
საქართველო, ჰოლანდიასა და ბელგიასთან ერთად, ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყანაა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აქტიურად თანამშრომლობს აღნიშნული კავშირის წევრ ქვეყნებთან, სისტემატურად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს და  თვითონაც მასპინძლობს უცხოელ კოლეგებს. ამასთან, ჩართულია ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, რომელიც ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირმა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია, ნოტარიატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის,  ჯვრის ორდენითაც დააჯილდოვა. აღნიშნული ჯილდო  ნოტარიუსებს საკუთარი ქვეყნის სანოტარო სისტემის განვითრებასა და საერთაშორისო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის გადაეცემათ.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში