ნოტარიუსი მოსახლეობას სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრშიც მოემსახურება

დღეიდან სართიჭალის მოსახლეობა სანოტარო სერვისებს სოფლიდან გაუსვლელად, საზოგადოებრივ ცენტრში მიიღებს. ნოტარიუსი სოფლის მცხოვრებლებს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით მოემსახურება. საზოგადოებრივ ცენტრში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსახლეობას ნებისმიერი სანოტარო მომსახურება (მათ შორის ონლაინ სერვისებიც) შეუფერხებლად მიიღოს. მაგალითად, მათ უცხოეთში მყოფ ნათესავებსა და ახლობელებს შეეძლებათ, ონლაინში დაუკავშირდნენ საზოგადოებრივ ცენტრში მყოფ ნოტარიუსს და სკაიპის მეშვეობით დაამოწმონ მინდობილობა ან თანხმობა.
სართიჭალის საზოგადოებრივი ცენტრის გარდა, სანოტარო სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია კიდევ ხუთ სოფელში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში. ეს სოფლებია: ფოკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი), ყვარელწყალი (ახმეტის მუნიციპალიტეტი, მეჯვრისხევი (გორის მუნიციპალიტეტი) და მუხაესტატე (ქობულეთის მუნიციპალიტეტი).
სამომავლოდ, დანარჩენ საზოგადოებრივ ცენტრებშიც იგეგმება სანოტარო სერვისების დანერგვა.
საქართველოს სხვადასხვა რაიონში ამჟამად ფუნქციონირებს 23 საზოგადოებრივი ცენტრი. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნული ცენტრების მეშვეობით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება აქვს, სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისები: 
• გაიცემა პასპორტები, პირადობის, ბინადრობის და სხვა საჭირო მოწმობები, სოციალური დახმარებები; 
შესაძლებელია, მიწის რეგისტრაცია;
• ეროვნული არქივის სერვისებით სარგებლობა; 
• კომუნალური გადასახადების გადახდა; 
• კომფორტულ გარემოში ხელმისაწვდომია სატელეკომუნიკაციო და საბანკო მომსახურება; 
• განთავსებულია სპეციალური სივრცე საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშესაწყობად
მოსახლეობა სარგებლობს უფასო ინტერნეტითა და შეხვედრების ოთახით; 
• და უკვე შესაძლებელია, ნებისმიერი სანოტარო სერვისით სარგებლობა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში