სემინარი სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გასაცნობად

საქართველოს ნოატრიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი, სადაც ნოტარიუსებს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააცნეს. საკითხი ეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთა სამართლებრივი სტატუსისა და პროცედურული ნორმების ცვლილებას. 
სემინარი ჩაატარეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამინისტროს სსიპ-ის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა. 
ნოტარიუსი, ნებისმიერი სანოტარო მოქმედების შესრულებისას, მონაწილე პირთა ქმედუნარიანობას ამოწმებს. გადამოწმება განსაკუთრებით აქტუალურია გარიგებების გაფორმების დროს. 
2013 წელს ნოტარიუსთა პალატამ, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ საქართველოს მოქალაქეთა ელექტრონული ბაზა შექმნა. შედეგად ქმედუუნარო პირთა მონაცემების გადამოწმება და მოქალაქეთა (მათ შორის ქმედუუნარო მოქალაქეების) ინტერესებისა და უფლებების დაცვა გამარტივდა. 
ქმედუუნაროდ აღიარებულ სრულწლოვან მოქალაქეთა მონაცემები ნოტარიუსთა პალატას სოციალური მომსახურების სააგენტომ გადმოსცა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში