იუსტიციის სასწავლო ცენტრი ნოტარიუსების საკვალიფიკაციო გამოცდისთვის საბუთების მიღებას იწყებს

იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს საბუთების მიღებას ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის.
გამოცდა ტარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი  ზოგადი უნარ-ჩვევები - 11 თებერვალს, მეორე ეტაპი - პროფესიული ტესტი - 18 თებერვალს.
საგამოცდო  თემატიკა (სრული თემატიკა იხილეთ დანართში):
•    საკონსტიტუციო სამართალი;
•    სამოქალაქო სამართალი;
•    სამოქალაქო სამართლის პროცესი;
•    ადმინისტრაციული სამართალი;
•    სამეწარმეო სამართალი;
•    ნოტარიატი.
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
•    უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის -დიპლომის ასლი;
•    CV;
•    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
•    ფერადი ფოტოსურათი;
•    გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით (საბანკო რეკვიზიტები იხილეთ დანართში).
საბუთების მიღება წარმოებს 6 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონული მისამართზე: trainingcenter@justice.gov.ge
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 995 3 22405199.
პროგრამა
საბანკო რეკვიზიტები

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში