საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნოტარიატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს ნინო ხოფერიას ნოტარიატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ჯვრის ორდენი“ გადაეცა.
ნინო ხოფერია, როგორც ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თვალსაჩინო წევრი, ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე დააჯილდოვეს.
აღნიშნული ჯილდო 1999 წელს კოლუმბიის ნოტარიუსთა კავშირის მმართველი საბჭოს რეზოლუციით  შეიქნა და იგი გადაეცემა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების მოქმედ და ყოფილ ნოტარიუსებს მათი პროფესიონალიზმისა და ნოტარიატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირში 2007 წლიდან გაწევრიანდა და სისტემატურად მონაწილეობს კავშირის წევრი ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციებში.
გასულ წელს პალატა ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელშიც ჩაერთო, რაც ქართველ ნოტარიუსებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ სხვა ქვეყნების სანოტარო სისტემას, გაიზიარონ კოლეგების გამოცდილება და მათაც გააცნონ ქართული ნოტარიატის მიღწევები და სიახლეები.
სწორედ ლათინური ნოტარიატის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე შემუშავდა საქართველოში  ნოტარიუსთა ეთიკის კოდექსიც, რომელიც ნოტარიუსთა საერთო კრებაზე გასულ წელს მიიღეს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში