ონლაინ სერვისი ნოტარიატში 2009 წლიდან დაინერგა და თავიდანვე მომხმარებლის დიდი დაინტერესება გამოიწვია, რადგან მოქალაქეებს (განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრებლებს) მნიშვნელოვნად გაუმარტივდათ სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებისა და მინდობილობა/რწმუნებულების მიღების პროცედურა.
გასულ წელს გაზრდილია, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მაჩვენებლიც. წლის განმავლობაში ნოტარიუსების მიერ 1271 სააღსრულებო ფურცელი გაიცა. 2010 წელს - 429 სააღსრულებო ფურცელი. მოქალაქეს საშუალება აქვს სააღსრულებო ფურცელი გამარტივებული წესით აიღოს. ანუ ნოტარიუსთან გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას, თუკი მხარეები ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობას მოითხოვენ, წარმოშობილი დავისას დაზარალებული მხარე სააღსრულებო ფურცელს პირდაპირ ნოტარიუსთან, სასამართლოს გარეშე, იღებს.
აღსანიშნავია საქორწინო ხელშეკრულებების სტატისტიკური მაჩვენებელიც. მართალია, საქართველოში დაქორწინებული წყვილი ნოტარიუსს საქორწინო ხელშეკრულების გასაფორმებლად იშვიათად მიმართავს, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, რაოდენობა გაზრდილია. 2010 წელს, მთელი წლის განმავლობაში, 4 საქორწინო ხელშეკრულება დამოწმდა, წელს - 14 ხელშეკრულება.
2011 წელს ონლაინ რეჟიმში 25 628 სანოტარო აქტი დამოწმდა
2011 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებული 1 414 302 სანოტარო მოქმედებიდან, 25 628 სანოტარო აქტი ონლაინ რეჟიმში დამოწმდა. ინტერნეტის მეშვეობით შესრულებული სანოტარო მოქმედებების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს. 2010 წელს ონლაინ რეჟიმში 7 391 მინდობილობა/რწმუნებულება და განცხადება დამოწმდა.ონლაინ სერვისი ნოტარიატში 2009 წლიდან დაინერგა და თავიდანვე მომხმარებლის დიდი დაინტერესება გამოიწვია, რადგან მოქალაქეებს (განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრებლებს) მნიშვნელოვნად გაუმარტივდათ სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებისა და მინდობილობა/რწმუნებულების მიღების პროცედურა.
გასულ წელს გაზრდილია, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მაჩვენებლიც. წლის განმავლობაში ნოტარიუსების მიერ 1271 სააღსრულებო ფურცელი გაიცა. 2010 წელს - 429 სააღსრულებო ფურცელი. მოქალაქეს საშუალება აქვს სააღსრულებო ფურცელი გამარტივებული წესით აიღოს. ანუ ნოტარიუსთან გირავნობისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას, თუკი მხარეები ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობას მოითხოვენ, წარმოშობილი დავისას დაზარალებული მხარე სააღსრულებო ფურცელს პირდაპირ ნოტარიუსთან, სასამართლოს გარეშე, იღებს.
აღსანიშნავია საქორწინო ხელშეკრულებების სტატისტიკური მაჩვენებელიც. მართალია, საქართველოში დაქორწინებული წყვილი ნოტარიუსს საქორწინო ხელშეკრულების გასაფორმებლად იშვიათად მიმართავს, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, რაოდენობა გაზრდილია. 2010 წელს, მთელი წლის განმავლობაში, 4 საქორწინო ხელშეკრულება დამოწმდა, წელს - 14 ხელშეკრულება.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560