საქველმოქმედო აქცია მზრუნველობამოკლებული პატარებისთვის

შარდენზე იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად  პროკურატურის, ნოტარიუსთა პალატის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ეროვნული არქივის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საკანონმდებლო მაცნეს თანამშრომლები გაერთიანდნენ.
შარდენზე შეკრებილებს აქციის მონაწილეებმა მრავალფეროვანი სანახაობა შესთავაზეს. საბავშვო კონცერტი სტუდია ,,ენკი-ბენკიმ“ გამართა, თეატრალური წარმოდგენა კი პატარებს თოჯინების თეატრმა შესთავაზა. საქველმოქმედო აქციაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთები თვითონ მზრუნველობამოკლებულმა ბავშვებმა დაამზადეს. ჩატარდა აუქციონი, რომელზეც გურამ დოჩანაშვილის წიგნი მწერლის ავტოგრაფით გაიყიდა,  საგამომცემლო სახლებმა - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, მაღაზიათა ქსელმა „ლიბრამ“ და გამომცემლობა „ელფმა“ საბავშვო ლიტერატურის ნიმუშები გამოიტანეს.
ღონისძიებიდან შემოსული თანხები ქველმოქმედებას მოხმარდება.
მსგავსი ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით 17 აპრილსაც გაიმართა. საქველმოქმედო აქცია „ჩვენ ერთი სახლი გვაქვს“ ცნობილი ქართველი მომღერლების, ილუზიონისტების, მოძრაობის თეატრის მსახიობების, სატელევიზიო პროექტ “ნიჭიერის” კონკურსანტების, ახალგაზრდა მხატვრებისა და პოეტების, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მონაწილეობით შარდენზე ჩატარდა. შეგროვილი თანხით, რომელმაც 7000 ლარი შეადგინა, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმაკომპიუტერები შეიძენს და თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს გადასცეს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში