ყატარის დელეგაცია საქართველოს ნოტარატის მიღწევებს გაეცნო

ყატარის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ სანოტარო ბიუროები მოინახულა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ სტუმრებს ნოტარიატის მიღწევები, განცხორციელებული რეფორმები გააცნო.

დელეგაციის წევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ელექტრონული მმართველობა, რომელიც საქართველოში 2009 წლიდან დაინერგა. ყველა სანოტარო მოქმედება ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირდება. ამასთან, ელექტრონულ ბაზაში შეყვანილია არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტაციაც. ონლაინ მომსახურების კუთხით საქართველო ერთ-ერთი ნოვატორი ქვეყანაა. მინდობილობის, თანხმობის, განცხადების ონლაინში დამოწმება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი. ონლაინ სერვისები საქართველოში სანოტარო მომსახურების გამარტივების მიზნით დაინერგა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით უცხოეთში მყოფებს, მნიშვნელოვნად გაუადვილდათ მინდობილობისა თუ გაცხადების სანოტარო წესით დამოწმება. მათ აღარ უწევთ საკონსულოსთვის მიმართვა და ბევრად მარტივად  და იაფად ახერხებენ სანოტარო მომსახურების მიღებას.

სტუმრები ნოტარიუს ნატა გრძელიშვილთან ბიუროში სანოტარო მოქმედების პროცესსაც დაესწრნენ.  

ყატარის დელეგაცია საქართველოს 17 მაისს ესტუმრა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანერგილ წარმატებულ რეფორმებს გაეცნო.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში