სემინარი მომავალი კონსულებისთვის
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს, მომავალ კონსულებს სემინარს უტარებს. სწავლება სამდღიანია და მოიცავს სანოტარო მოქმედებების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებს.
„ნოტარიატის შესახებ“ კანონის თანახმად, რიგ სანოტარო მოქმედებებს (მაგ: ანდერძის, ხელშეკრულების, მიდობილობის, ხელმოწერის ნადვილობის დამოწმება.... ) ნოტარიუსების გარდა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების სათანადოდ უფლებამოსილი პირებიც ასრულებენ. მათ სანოტარო მოქმედების შესრულების უფლება მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში ეძლევათ. შესაბამისად, მომავალ კონსულებს ნოტარიუსთა პალატაში გავლილი სასწავლო კურსი სამომავლოდ კონსულის საქმიანობის განხორცილებაში დაეხმარება.
ნოტარიუსთა პალატა დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომელთათვის სემინარებს სისტემატურად ატარებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599