იურიდიული ფაკულტეტის სამი სტუდენტი ნოტარიუსთა პალატისგან ყოველთვიურად სტიპენდიას მიიღებს

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  სამი სტუდენტი, ვინც სანოტარო სამართალს წარმატებით სწავლობს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატისგან ყოველთვიურად, სტიპენდიის სახით, 100 ლარს მიიღებს. სტუდენტები ფაკულტეტისა და ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელობამ გასაუბრების საფუძველზე შეარჩია. თინათინ ქიტოშვილი, სიმონ ტაკაშვილი და ემზარ გაგნიძე აღნიშნულ თანხას ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ.
როგორც ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ განაცხადა, ღონისძიება ერთჯერადი არ იქნება და ნოტარიუსთა პალატა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების დახმარებასა და მათთან თანამშრომლობას  მომავალშიც განაგრძობს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს. 2010 წელს პალატასა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს  სტუდენტებისთვის ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში დახმარებას, რაც  სამომავლოდ მათ დასაქმებასა და პროფესიულ წინსვლას შეუწყობს ხელს.
მემორანდუმის საფუძველზე, სტუდენტებს საშუალება მიეცათ, სანოტარო ბიუროებში პრაქტიკული სწავლება გაეარათ.  მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც მიიღეს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში