სწავლება მომავალი კონსულებისთვის

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს, მომავალი კონსულების მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში,  ორდღიანი სემინარი ჩაუტარდათ. სწავლება მოიცავდა სანოტარო მოქმედებების შესრულებასა და ელექტრონულ სანოტარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„ნოტარიატის შესახებ“ კანონის თანახმად,  რიგ სანოტარო მოქმედებებს (მაგ: ანდერძის, ხელშეკრულების, მიდობილობის, ხელწმოწერის ნადვილობის დამოწმება.... ) ნოტარიუსების გარდა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების სათანადოდ უფლებამოსილი პირებიც ასრულებენ. მათ სანოტარო მოქმედების შესრულების უფლება მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში ეძლევათ. შესაბამისად,  დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს ნოტარიუსთა პალატაში გავლილი სასწავლო კურსი სამომავლოდ კონსულის საქმიანობის განხორცილებაში დაეხმარება. 
ნოტარიუსთა პალატა ელექტრონული სანოტარო რეესტრის ამოქმედების შემდეგ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებისთვის სემინარებს სისტემატურად ატარებს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში