ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟირების კონკურსის შედეგები
ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟირების კონკურსზე გამსვლელი 70 ქულა 20-მა კონკურსანტმა გადალახა. ტესტირება ზოგად უნარებში ჩატარდა. სტაჟიორები ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სწავლებას რვა თვის განლავლობაში გაივლიან. სტაჟირება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს. თეორიული სწავლება ითვალისწინებს სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას, პრაქტიკულ კურს კი სტაჟიორები სანოტარო ბიუროებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სამოქალაქო რეესტრში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მომსახურების სააგენტოში გაივლიან.
დანართი
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599