ქართველი ნოტარიუსები მედიაციაში სხვა ქვეყნების გამოცდილებას გაეცნენ

ქართველი ნოტარიუსები (გიორგი ჭიტაშვილი, დავით იმნაძე, მინდია ღაღანიძე) პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ. კონფერენციის თემა იყო: „არბიტრაჟი და მედიაცია თეორიასა და პრაქტიკაში“.

კონფერენციაზე განიხილეს მონაწილე ქვეყნებში მედიაციის დანერგვისა და განვითარების მეთოდები, ასევე, სამედიატორი შეთანხმების აღსრულების მექანიზმები.

მედიაცია, როგორც დავის მოგვარების ალტერნატიული მეთოდი,  ქართულ ნოტარიატში ახალი დანერგილი სერვისია. ნოტარიუსებს მედიტორის ფუნქცია სამოქალაქო დავების შემთხვევაში 2013 წლიდან მიენიჭათ. ჯერჯერობით, სანოტარო მედიაციის სერვისით სარგებლობის მხოლოდ რამდენიმე ფაქტი აღინიშნა. შესაბამისად, ქართველი ნოტარიუსებისთვის სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში