ნოტარიუსის თანაშემწეთა კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეთა კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს. აღნიშნული კურსი წარმატებით 43 მსურველიდან 25-მა გაიარა. მათი მონაცემები განთავსდება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე, თანაშემწეების ელექტრონულ ბაზაში და შემდგომ ნოტარიუსები თანაშემწეებს აღნიშნული ბაზიდან შეარჩევენ. ოთხმა ნოტარიუსმა კურდამტავრებულთა დასაქმების სურვილი უკვე გამოთქვა.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწეების მომზადება  2012 წლიდან დაიწყო. 20 კურსდამთავრებულიდან 14 დასაქმდა, ამჟამად 6 ისევ სანოტარო ბიუროში მუშაობს. 

კურსის გავლის მსურველები ეუფლებიან სანოტარო კანონმდებლობას, სანოტარო მოქმედებების შესრულების წესებს, ტექნიკურ მხარეს, ასევე, მოქალაქეთა ეფექტური მომსახურების სტანდარტებს. შესაბამისად, კურსდამთავრებულები, რომელნიც შემდგომ სანოტარო ბიუროებში საქმდებიან, მოქალაქეებს კვალიფიციურ მომსახურებას უწევენ.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში