ლილოში არქივის თანამედროვე შენობა გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქაღალდსაფუძვლიანი დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვისთვის დიდ ლილოში ააშენა  არქივის თანამედროვე შენობა, რომლის საერთო ფართი 3000 კვ.მეტრია.
ახალი შენობა აღჭურვილია დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით. დოკუმენტები განლაგებულია თანამედროვე დიზაინის სტელაჟებზე, რომელიც, კომფორტულთან ერთად, მოხერხებულია აქრივსაცავის ფართის დაზოგვის თვალსაზრისითაც. ახალი, რელსებზე მოძრავი სტელაჟები 30 პროცენტით ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე ჩვეულებრივი. დოკუმენტის შენახვის პირობების გაუმჯობესებასთნ ერთად, გაიოლდა ინფორმაციის მოძიების სისტემა.
შენობაში სრულად არის განთავსებული ნოტარიუსთა  პალატის არქივში დაცული დოკუმენტაცია (გარდაცვლილი და უფლებამოსილებაშეწყვეტილი ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები სანოტარო აქტები), ასევე,  ეროვნული არქივის აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში მდებარე ტერიტორიული არქივების დოკუმენტაციის ნაწილი და საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურებში უძრავ ქონებასა და ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტაციის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია 2010 წლის სექტემბრიდა დაიწყო. ამჟამად დასრულებულია სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების ელექტრონული რეესტრი, სადაც რეგისტრირებულია 2000-მდე ანდერძი და 440 000-მდე სამკვიდრო მოწმობა.
არქივის დოკუმენტაციის ელექტონული ბაზის შექმნის შემდეგ მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა არქივიდან დოკუმენტაციის მიღებაზე. ლილოში განთავსებული ნოტარიუსთა პალატის არქივის დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია როგორც ნოტარიუსთა პალატაში, ასევე, იუსტიციის სახლსა და ნებისმიერ სანოტარო ბიუროში.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში