კოტ დივუარის რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოს ნოტარიატის რეფორმები გააცნეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატას კოტ დივუარის რესპუბლიკის დელეგაცია, ნოტარიუსთა პალატის პრეზიდენტი, მიწის მართვისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების დეპარტამენტების ხელმძღვანელები ეწვივნენ.

დელეგაცია საქართველოში მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანს საქართვლოში არსებული ბინესგარემოს გაცნობა წარმოადგენს.  

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ სტუმრებს ნოტარიატში გატარებული რეფორმები გააცნო. დელეგაციის წევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ელექტრონული მმართველობა, რომელიც საქართველოში 2009 წლიდან დაინერგა. ამ კუთხით საქართველო ერთ-ერთი ნოვატორი ქვეყანაა. მინდობილობის, თანხმობის, განცხადების ონლაინში დამოწმება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში