ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთათვის ტესტირება დაიწყო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთათვის ტესტირება, ზოგად უნარებში დღეს დაიწყო და 5 ნოემბერს დასრულდება.
ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსობს მსურველთათვის სტაჟიორთა კონკურსი ამა წლის 3 ოქტომბერს გამოაცხადა. საბუთების მიღება 28 ოქტომბერს დასრულდა. პალატაში სულ 261 განცხადება შემოვიდა.
კონკურზე გამარჯვებული იურიდიული განათლების მქონე პირები ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირებას რვა თვის განმავლობაში გაივლიან. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტუკულ კურსს. თეორიული სწავლება ითვალისწინებს სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას, პრაქტიკულ კურს კი სტაჟიორები სანოტარო ბიუროებში,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სამოქალაქო რეესტრში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მომსახურების სააგენტოში გადიან.
„სასწავლო ცენტრი ნოტარიუსთა პალატაში 2010 წელს შეიქმნა და 41 კურდამთავრებულს სერტიფიკატები უკვე გადავეცით. სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებამდე იურიდიული განათლების მქონე პირები სტაჟირებას მხოლოდ სანოტარო ბიუროებში გადიოდნენ,“ - განაცხადა ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ.
სტაჟირება ერთ-ერთი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს იურიდიული განათლების მქონე პირმა, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში