სოფელ ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში სანოტარო მომსახურება დაიწყო
სოფელ ყვარელწყალში (ახმეტის რაიონი) არსებულ საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას ნოტარიუსი უკვე დღიდან მოემსახურება. სანოტარო სერვისებით მოქალაქეები კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, ისარგებლებენ და აღარ მოუწევთ ახმეტის რაიონში წასვლა.
აღნიშნულ საზოგადოებრივ ცენტრში სანოტარო მომსახურება ადგილობრივმა მოსახლეობამ მოითხოვა. საზოგადოებრივ ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი, იმისთვის, რომ სოფლის მცხოვრებლებმა ნებისმიერი სანოტარო, მათ შორის ონლაინ სერვისებითაც ისარგებლონ. მაგალითად, მათ უცხოეთში მყოფ ნათესავებსა და ახლობელებს შეეძლებათ, ონლაინში დაუკავშირდნენ საზოგადოებრივ ცენტრში მყოფ ნოტარიუსს და სკაიპის მეშვეობით დაამოწმონ მინდობილობა ან თანხმობა.
უახლოეს მომავალში საზოგდოებრივ ცენტრებში სანოტარო მომსახურებას კიდევ ორი სოფლის, მეჯვრისხევისა (გორის რაიონი) და მუხაესტატეს (ქობულეთის რაიონი) მოსახლეობაც მიიღებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599