ავტორიზებული ნოტარიუსები




ნოტარიატის შესახებ“  საქართველოს კანონის 39- მუხლის საფუძველზე, ნოტარიუსს დელეგირებული აქვს  სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის უფლება.

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსი არის საჯარო რეესტრის ავტორიზებული პირი და განცხადებების და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ  რეესტრშირეგისტრაციის/ინფორმაციის გაცემის მიზნით ახორციელებს განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიღებას, მიღებული დოკუმენტაციის სააგენტოსთვის დადგენილი წესით გადაცემას (მითითებული ნოტარიუსები შეგიძლიათ იხილოთსანოტარო ბიუროებისბანერში).

გარდა ამისა, დამატებით, შესაბამისი ავტორიზაციის საფუძველზე საჯარო რეესტრის NAPRREG პროგრამაში (უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი) ნოტარიუსები ახორციელებენ  სანოტარო მომსახურების შედეგად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული დოკუმენტის დამოწმებისასან/და ამ დოკუმენტის დამოწმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტთან მიმართებაში (აქტში ცვლილება, გაუქმება) უფლების, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაციას - საჯარო რეესტრის  ამონაწერის მომზადება.

საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებისა და ავტორიზაციის ხელშეკრულების ფარგლებში საჯარო რეესტრის პროგრამაში (NAPRREG პროგრამაში) ნოტარიუსი ახორციელებს:

() საჯარო აქტის ფორმით შესრულებული იმ სანოტარო დოკუმენტების მიმართ, რომლებიც შესრულებულია უშუალოდ რეგისტრაციის განმახორციელებელი ნოტარიუსის ან მისი შემცვლელი პირის ან/და დაქირავებული ნოტარიუსის მიერ, აგრეთვე სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტის (მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტები შეიძლება არ იყოს შედგენილი ნოტარიუსის მიერ საჯარო აქტის ფორმით, ან შედგენილი იყოს სხვა ნოტარიუსის, ბანკის, სადაზღვევო კომპანიის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ) მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ დაშვებულია სარეგისტრაციო წარმოებაში, თუ განსახორციელებელი რეგისტრაცია უკავშირდება სანოტარო მომსახურებას, კერძოდ:

.) ვალდებულების წარმოშობის/ცვლილების/შეწყვეტის რეგისტრაცია;

.) სარგებლობის (იჯარა, ქირავნობა, ქვეიჯარა, ქვექირავნობა) წარმოშობის/ცვლილების/შეწყვეტის რეგისტრაცია;

.) იპოთეკის წარმოშობის/ცვლილების/შეწყვეტის რეგისტრაცია.
 
 
 
 
 
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში