ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსობის მსურველებისთვის სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს. საბუთები მიიღება მიმდინარე წლის  4 ოქტომბრიდან  28 ოქტომბრის ჩათვლით.
კონკურსზე გამარჯვებულები სტაჟირებას გაივლიან ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში. სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს სწავლების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები:
1. კონკურსი ჩატარდება ტესტირების ფორმით ზოგად უნარებში.
2. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, ქმედუნარიან პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;
3. პირები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (რომელიც მოიცავდა პროფესიულ ნაწილს და ზოგად უნარ-ჩვევებს) ჩაირიცხებიან უგამოცდოდ.
წარსადგენი დოკუმენტები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სააპლიკაციო ფორმა (იხ. მეორე გვერდი)
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3X4).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა სამდივნოში და/ან ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს აღნიშნული საბუთები.
სტაჟირების გადასახდელი საფასურის ოდენობაა 600 ლარი. აღნიშნულ თანხას სტაჟიორი გადაიხდის სასწავლო ცენტრში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები და  შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) წარმოადგინეთ მისამართზე: ქ. თბილისი,  აკ.წერეთლის გამზ. №142 ან გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tjalagania@notary.ge
არასრული საბუთების წარდგენის შემთხვევაში მსურველები კონკურსზე არ დაიშვებიან.
სააპლიკაციო ფორმა
ტესტების ნიმუშები

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში