მედიატორი ნოტარიუსებისთვის სასწავლო ფილმის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, საქართველოს მედიაციის ცენტრის ორგანიზებით, მედიატორი ნოტარიუსებისთვის სასწავლო ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
საოჯახო მედიაციის თემაზე მომზადებული 40 წუთიანი ფილმი კონკრეტული საოჯახო კონფლიქტის მაგალითზე გვასწავლის მედიაციის ტექნიკას, ხერხებს. ამასთან, ფილმში პოლონეთის მედიაციის ცენტრის პროფესიონალი მედიატორის მაჩეი ტანსკი მაყურებელს საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს.
ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა.
საქართველოს მედიატორის ნოტარიუსის სერვისი 2012 წლიდან ამოქმედდა. ნოტარიუსი მედიატორის ფუნქციას ასრულებს სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე.
მოდავე მხარეებს აღარ უწევთ სასამართლოში წასვლა, დავის მოგვარებას ნოტარიუსის დახმარებით, მარტივად, იაფად და მათთვის კომფორტულ გარემოში ახერხებენ.
ამასთან, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს, მორიგების აქტს, რომლითაც განსაზღვრულია თითოეული მხარის ვალდებულებანი და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გასცემს სააღსრულებო ფურცელს.
სანოტარო მედიაციას სერტიფიცირებული ნოტარიუსები ახორციელებენ.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს მედიაციის ცენტრის ორგანიზებით, ნოტარიუსებმა შესაბამისი მომზადება გაიარეს.
მედიატორი ნოტარიუსების რეესტრი განთავსებულია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599