ნოტარიუსებმა ნოტარიუსთა პალატის 2015 წლის ბიუჯეტი და პრიორიტეტები დაამტკიცეს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაზე ნოტარიუსებმა ნოტარიუსთა პალატის 2015 წლის ბიუჯეტი დაამტკიდეს.
ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობაზე დაფუძნებული გაერთიანებაა და ფინანსდება მხოლოდ ნოტარიუსთა მიერ გადახდილი საწევრო შენატანით. პალატის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებს სანოტარო მომსახურების ეფექტურობის, ხარისხის გაზრდა და ელექტრონული სერვისების განვითარება წარმოადგენს. წლეულს დაგეგმილი პროექტები და ღონისძიებები, ძირითადად, ნოტარიატის იმიჯის, ნოტარიუსთა მიმართ ნდობის გაზრდას ითვალისწინებს.
კრებაზე დიციპლინური და საფინანსო-სარევიზიო კომისიის წევრებიც აირჩიეს. დისციპლინური კომისია შედგება 5 წევრისგან (ნოტარიუსისგან), განიხილავს ნოტარიუსთა მიერ დისციპლინური გადაცდომის საქმეებს და იღებს შესაბამის დასკვნას ნოტარიუსებისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ. დისციპლინური კომისიის წევრებად აირჩიეს ნოტარიუსები: მერაბ ფარჯიკია, ნანი სიდამონიძე, მაია ბიგვავა, მაია ჩალაძე, მაია მეტრეველი
საფინანსო-სარევიზიო კომისია კი ამოწმებს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის საფინანსო საქმიანობისა და საბუღალტრო აღრიცხვის კანონიერებას. აღნიშნული კომისიაც 5 წევრისგან შედგება. საფინანსო-სარევიზიო კომისიის წევრები არიან ნოტარიუსები: გოჩა ჩაბალოშვილი, რაიანა ჩანქსელიანი-ჩიქოვანი, ნანა ბაკურაძე, გიორგი ჯელაძე, თამარ კობახიძე.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599