ყურადღება გამახვილდა სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ ბაზაზე და ონლაინ სერვისებზე, რაც საქართველოში 2009 წლიდან ამოქმედდა. ესტონეთში ონლაინ მომსახურება უფრო ადრე დაინერგა. სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
ესტონელი ნოტარიუსები საქართველოში 24 ოქტომბერს ჩამოვიდნენ. ვიზიტის პირველ დღეს ისინი ბათუმის იუსტიციის სახლს ეწვივნენ და მის კონცეფციასა და სერვისებს გაეცნენ. სტუმრებმა ბათუმში სანოტარო ბიუროებიც მოინახულეს.
„ესტონელმა კოლეგებმა აღფრთოვანება გამოთქვეს, რომ საქართველომ მომსახურების სფეროში მცირე დროში დიდ წარმატებას მიაღწია. დაინტერესდნენ იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდით - იუსტიციის სახლით და აღნიშნეს, რომ ბევრი რამ, რაც საქართველოში ნახეს, მათთვის სამაგალითო იქნება,“ - აღნიშნა ნინო ხოფერიამ.
ესტონელების ვიზიტი 27 სექტემბერს ყაზბეგის რაიონში სტუმრობით დასრულდება.
ნოტარიუსთა პალატამ ესტონელ კოლეგებს უმასპინძლა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ესტონელ ნოტარიუსთა დელეგაცია ესტუმრა. ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ მათ ნოტარიატის სფეროში განხორციელებული რეფორმები, მიღწევები და სერვისები გააცნო.ყურადღება გამახვილდა სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ ბაზაზე და ონლაინ სერვისებზე, რაც საქართველოში 2009 წლიდან ამოქმედდა. ესტონეთში ონლაინ მომსახურება უფრო ადრე დაინერგა. სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
ესტონელი ნოტარიუსები საქართველოში 24 ოქტომბერს ჩამოვიდნენ. ვიზიტის პირველ დღეს ისინი ბათუმის იუსტიციის სახლს ეწვივნენ და მის კონცეფციასა და სერვისებს გაეცნენ. სტუმრებმა ბათუმში სანოტარო ბიუროებიც მოინახულეს.
„ესტონელმა კოლეგებმა აღფრთოვანება გამოთქვეს, რომ საქართველომ მომსახურების სფეროში მცირე დროში დიდ წარმატებას მიაღწია. დაინტერესდნენ იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდით - იუსტიციის სახლით და აღნიშნეს, რომ ბევრი რამ, რაც საქართველოში ნახეს, მათთვის სამაგალითო იქნება,“ - აღნიშნა ნინო ხოფერიამ.
ესტონელების ვიზიტი 27 სექტემბერს ყაზბეგის რაიონში სტუმრობით დასრულდება.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560