ნოტარიუსთა პალატამ მზრუნველობამოკლებულ პატარებს ახალი წელი მიულოცა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ბედიანის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ახალი წელი მიულოცა და პატარებს ერთი ლამაზი დღე აჩუქა.

ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა ბავშვთა სახლის 17 აღსაზრდელი თბილისში ჩამოიყვანეს და აკაკი ხორავას მსახიობთა სახლში საახალწლო სპექტაკლს დაასწრეს. შემდეგ კი ბავშვებს მაკდონალდსში გაუმასპინძლდნენ.

ნოტარიუსთა პალატა ყოველ ახალ წელსა და შობას საქველმოქმედო აქციით აღნიშნავს,  ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსა თუ ხანდაზმულთა პანსიონატის ბინადრებს დღესასწაულებს  საჩუქრებითა და  სიურპრიზებით ულოცავს. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში