სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცა.
სანოტარო ბიუროების თანამშრომლებს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში „ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში“ სწავლება ჩაუტარდათ.  ვინც სასწავლო კურსი წარმატებით გაიარა, შესაბამისი სერტიფიკატები მიიღეს.
სწავლების მიზანს  მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესება წარმოადგენდა. სამდღიანი სასწავლო კურსი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს ეფექტური მომსახურებისა და კომუნიკაციისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევეის გამომუშავებაში დაეხმარა. სწავლება მოიცავდა  როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მუშაობას; სრულდებოდა სხვადასხვა სახის როლური თამაშები და კეთდებოდა მათი ვიდეოჩანაწერები. აღნიშნული ვიდეოჩანაწერების შემდგომ განხვილვა მომსახურების უნარ-ჩვევების უკეთ ათვისებას უწყობდა ხელს.
ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ  მიზანს მოქალაქეზე ორიენტირება წარმოადგენს, რაც უპირველსაც მომსახურების გაუმჯობესებას გულისხმობს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში