ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის საბუთების მიღება იწყება

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს საბუთების მიღებას ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთათვის.
გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად ტესტური ფორმით: 10 სექტემბერს  -  პირველი ეტაპი, ტესტირება უნარ-ჩვევებში;  ხოლო 17 სექტემბერს - მეორე ეტაპი, ტესტირება პროფესიულ ნაწილში.
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
•    უმაღლესი  იურიდიული  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
•     CV;
•    პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
•    ფერადი  ფოტოსურათი;
•    გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (საბანკო რეკვიზიტები იხილეთ დანართში)
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა
საბუთების მიღება წარმოებს 5 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონული მისამართზე: trainingcenter@justice.gov.ge

საგამოცდო  თემატიკა (სრული თემატიკა იხილეთ დანართში):
•    საკონსტიტუციო სამართალი;
•    სამოქალაქო სამართალი;
•    სამოქალაქო სამართლის პროცესი;
•    ადმინისტრაციული სამართალი;
•    სამეწარმეო სამართალი;
•    ნოტარიატი.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 995 3 22405199
საბანკო რეკვიზიტები
საგამოცდო თემატიკა

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში