ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით წლეულს 9 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურება 2011 წელს 9000-მდე მოქალაქემ მიიღო. აქედან 8400-მდე მოქალაქეს ნოტარიუსთა პალატის არქივის სამსახური მოემსახურა, დანარჩენმა მომხმარებელმა კი შესაბამისი სერვისით  იუსტიციის სახლებში ისარგებლა.
ნოტარიუსთა პალატის არქივში უფლებამოსილებაშეწყვეტილი და გარდაცვილიილ ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები სანოტარო აქტები ინახება და აღნიშნული დოკუმენტების დამოწმებული ასლები გაიცემა.
პალატის არქივში ელექტრონული სერვისის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეს არქივის მომსახურებით სარგებლობა გამარტივებული ფორმით შეუძლია. მართალია, არქივში დაცული დოკუმენტაციის ელექტრონული ბაზა ჯერ სრულყოფილი არ არის, მაგრამ ელექტრონულ რეესტრში თითქმის სრულად არის შეტანილი სამემკვიდრეო საქმეები და ანდერძები (აღნიშნული სანოტარო აქტების სრულყოფილი ელექტრონული ბაზა ამა წლის სექტემბრისთვის იქნება) და უკვე გაიცემა ელექტრონულ რეესტრში არსებული დოკუმენტების დამოწმებული ასლები. შესაბამისად,  აღნიშნული დოკუმენტაციის მისაღებად აუცილებელი აღარ არის ნოტარიუსთა პალატაში მისვლა, მოქალაქეს პალატის არქივის მომსახურების მიღება შეუძლია, ასევე,  ნებისმიერ ნოტარიუსთან და იუსტიციის სახლებში. ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლებში ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით დღეში 5-8 მოქალაქე სარგებლობს.
ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ  მიზანს სწორედ მოქალაქეზე ორიენტიურებული, გამარტივებული მომსახურების დანერგვა წარმოადგენს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში