ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია ბარსელონაში ჩატარებულ ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა.

კონფერენციის მთავარი თემა იყო 2014-2016 წლების კანონმდებლობა, კონკრეტულად, ევროპაში სანოტარო პრაქტიკის ზედამხედველობის სისტემა; სანოტარო დოკუმენტაციის დადასტურება, ლეგალიზაცია; ასევე, უცხო ქვეყნებთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედებები; ნოტარიუსთა შორის თანამშრომლობა.

კონფერენციის ერთ-ერთ საკითხს საქართველოში 2014 წლის 12-13 სექტემბერს  ჩატარებული ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციის შედეგების განხილვაც წარმოადგენდა. აღნიშნული კონფერენცია ბარსელონაში დადებითად შეაფასეს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსა  და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას მადლობა გადაუხადეს კონფერენციის ხელშეწყობისა და ორგანიზებისთვის.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წლიდან გახდა. საქართველოს სანოტარო კანონმდებლობა, ნოტარიატის მოწყობის მოდელი ლათინური ნოტარიატის პრინციპებს ეფუძნება. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2007 წლიდან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს ნოტარიუსთა საერთასორისო კავშირის წევრ ქვეყნებთან, მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციებს. სისტემატური თანამშრომლობა საქართველოს ნოტარიატის განვითარებას, ლათინური ნოტარიატის პრინციპების კიდევ უფრო აქტიურად დანერგვას უწყობს ხელს. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში