სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს.
სწავლება „ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში“ აჭარის სანოტარო ბიუროს თანამშრომლებისთვის
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი განაგრძობს სანოტარო ბიუროს თანამშრომელთა სწავლებას „ეფექტურ მომსახურებასა და კომუნიკაციაში“. ამჟამად სამდღიანი სასწავლო კურსი აჭარის ტერიტორიაზე მოქმედი სანოატრო ბიუროს თანამშრომლებმა გაიარეს. სწავლების მიზანია ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და შესაბამისად, მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესება. სასწავლო კურსი მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ მუშაობას; სრულდება სხვადასხვა სახის როლური თამაშები და კეთდება მათი ვიდეოჩანაწერები, რისი შემდგომ განხვილვაც სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს მომსახურების უნარ-ჩვევების უკეთ ათვისებაში ეხმარება.სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560