იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდია, რომელშიც გაერთიანებულია იუსტიციის სამინისტროში შემავალი სამსახურების სერვისები. აქ მოქალაქე ნოტარიუსთა პალატის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ბიუროს, ეროვნული არქივის, საკანონმდებლო მაცნეს მომსახურებას ერთ სივრცეში იღებს.
იუსტიციის სახლებში მოქალაქე ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით სარგებლობს. პალატის არქივში უფლებამოსილებაშეწყვეტილი და გარდაცვლილი ნოტარიუსების სანოტარო დოკუმენტაცია ინახება და ამ დოკუმენტების დამოწმებული ასლები გაიცემა. აღნიშნული მომსახურების მიღება უკვე ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე შეიძლება. მოქალაქეს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტის დამოწმებული ასლის მიღება შეუძლია, როგორც იუსტიციის სახლში, ასევე, ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარი ბიუროებში.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ამჟამად კონკურსის შედეგად შერჩეული 41 იურისტი გადის სტაჟირებას. სტაჟირება ერთ-ერთი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. სტაჟიორები სასწავლო ცენტრში ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელ სამართლებრივ ნორმებსა და უნარ-ჩვევებს რვა თვის განმავლობაში ეუფლებიან.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორები რუსთავის იუსტიციის სახლის სერვისებს გაეცნენ
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორები რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ, მის კონცეფციას, სერვისებს გაეცნენ და სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს.იუსტიციის სახლი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდია, რომელშიც გაერთიანებულია იუსტიციის სამინისტროში შემავალი სამსახურების სერვისები. აქ მოქალაქე ნოტარიუსთა პალატის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ბიუროს, ეროვნული არქივის, საკანონმდებლო მაცნეს მომსახურებას ერთ სივრცეში იღებს.
იუსტიციის სახლებში მოქალაქე ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით სარგებლობს. პალატის არქივში უფლებამოსილებაშეწყვეტილი და გარდაცვლილი ნოტარიუსების სანოტარო დოკუმენტაცია ინახება და ამ დოკუმენტების დამოწმებული ასლები გაიცემა. აღნიშნული მომსახურების მიღება უკვე ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე შეიძლება. მოქალაქეს ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტის დამოწმებული ასლის მიღება შეუძლია, როგორც იუსტიციის სახლში, ასევე, ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარი ბიუროებში.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ამჟამად კონკურსის შედეგად შერჩეული 41 იურისტი გადის სტაჟირებას. სტაჟირება ერთ-ერთი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. სტაჟიორები სასწავლო ცენტრში ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელ სამართლებრივ ნორმებსა და უნარ-ჩვევებს რვა თვის განმავლობაში ეუფლებიან.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560