ნოტარიუსთა პალატამ ხელვაჩაურის მოსახლეობას ელექტრონული სერვისები გააცნო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია და პალატის წარმომადგენლობა აჭარაში ხელვაჩაურის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივ მცხოვრებლებს გააცნეს ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისი, რომლითაც მოქალაქეები იუსტიციის სახლში სარგებლობენ, ასევე, სანოტარო საქმიანობაში დანერგილი სიახლეები და გაუწიეს სამართლებრივი კონსუტაციები.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივში ინახება უფლებამოსილებაშეწყვეტილი, გარდაცვლილი ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები სანოტარო დოკუმენტაცია და გაიცემა ამ დოკუმენტების დამოწმებული ასლები. ამა წლის 26 მაისიდან აღნიშნულ მომსახურებას აჭარის მოსახლეობა ბათუმის იუსტიციის სახლში იღებს.
ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე სარგებლობის შესაძლებლობას არქივში დაცული სანოტარო აქტების ელექტრონული რეესტრი იძლევა. აღნიშნული დოკუმენტაციის ელექტრონული ბაზა ჯერ სრულყოფილი არ არის, თუმცა, ამჟამად თითქმის დასრულებულია არქივში დაცული სამემკვიდრეო საქმეთა და ანდერძების ელექტრონულ რეესტრში შეტანა. შესაბამისად, ელექტრონულ რეესტრში სკანირებული სახით შეტანილი სანოტარო აქტების დამოწმებული ასლები უკვე გაიცემა. არქივის თანამშრომლებს მოქალაქისთვის საჭირო დოკუმენტის მოძიება სპეციალურ ჟურნალში აღარ უწევთ, პირდაპირ ელექტრონულ ბაზაში მოიძიებენ და ამობეჭდავენ. გამარტივებული სერვისი მოქალაქეს ხედმეტი ხარჯისა და დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს.
ნოტარიუსთა პალატის არქივის სერევისის გარდა, მოსახლეობას ესაუბრნენ სანოტარო მომსახურებაში დანერგილი სიახლეების შესახებ. საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში სრულდება. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, ინტერნეტის მეშვეობით დაამოწმოს ნებისმიერი სახით თანხმობა, განცხადება, მინდობილობა/რწმუნებულება. ასევე, ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია გარიგების დამოწმება ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით, მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. ნოტარიუსთა პალატაში სამართლებრივ კონსულტაციებსაც უკვე ონლაინ რეჟიმში გასცემენ.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში