ნოტარიუსებისთვის სამეწარმეო სამართალში სავალდებულო ტრენინგები ტარდება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსისთვის სამეწარმეო სამართალში სავალდებულო ტრენინგები დაიწყო.
ტრენინგს ნოტარიუსებისთვის ატარებს ტრენერი-ექსპერტი, სრული პროფესორი ზვიად გაბისონია. სწავლება თითოეული ჯგუფისთვის 2 დღიანია.
აღნიშნული ტრენინგის მიზანია კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეების გაცნობა, აქტუალურ საკითებსა და პრობლემებზე მსჯელობა და მათი გადაჭრა.
სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ნოტარიუსთათვის სავალდებულო სემინარები წელიწადში 2 ჯერ ტარდება.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560