იუსტიციის სახლი რუსთავშიც გაიხსნა

2011 წლის 14 ივნისს, ქ. რუსთავში იუსტიციის სახლი გაიხსნა.  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  საქართველოს პრეზიდენტი  მიხეილ  სააკაშვილი და  იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის  წარმომადგენლები.
რუსთავის  იუსტიციის სახლის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო და რეკორდულად მცირე დროში - 10 თვეში დასრულდა. ის მთლიანად ქართული პროდუქტია. დაპროექტებიდან მოყოლებული, მშენებლობის უმცირესი დეტალებით დამთვარებული, მასზე ქართველი არქიტექტორები და მშენებლები მუშაობდნენ. ქართულ კომპანიებს ეკუთვნით გახსნის ცერემონიის ორგანიზებაც. სპეციალურად ამ დღისათვის საქართველოში პირველად  შეიქმნა 3D ფორმატის შოუ, რომელმაც რუსთავის იუსტიციის სახლის გახსნის დამსწრეებს დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი ღია ცის ქვეშ გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.
იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც ნოტარიუსთა პალატის,  სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს,   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საკანონმდებლო მაცნეს სერვისები  არის გაერთიანული.  
რუსთავის იუსტიციის სახლი ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქორწინების სახლის გვერდით,  ქალაქის ცენტრშია განთავსებული, რაც რუსთაველებს საშუალებას მისცემს, მათთვის საჭირო სახელმწიფო სერვისები ერთ კომპლექსში მიიღონ.
იუსტიციის სახლში მოქალაქეები ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით ისარგებლებენ და უფლებამოსილებაშეჩერებული, გარდაცვლილი ნოტარიუსებს მიერ ნაწარმოები სანოტარო დოკუმენტაციის დამოწმებულ ასლებს მიიღებენ.
პალატის არქივის სერვისით ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე სარგებლობის შესაძლებლობას არქივში დაცული სანოტარო აქტების ელექტრონული რეესტრი იძლევა. აღნიშნული დოკუმენტაციის ელექტრონული ბაზა ჯერ სრულყოფილი არ არის, თუმცა, ამჟამად თითქმის დასრულებულია არქივში დაცული სამემკვირეო საქმეთა და ანდერძების ელექტრონულ რეესტრში შეტანა. შესაბამისად, ელექტრონულ რეესტრში სკანირებული სახით შეტანილი სანოტარო აქტების დამოწმებული ასლები უკვე გაიცემა. არქივის თანამშრომლებს მოქალაქისთვის საჭირო დოკუმენტის მოძიება სპეციალურ ჟურნალებში აღარ უწევს, პირდაპირ ელექტრონულ ბაზაში მოიძიებენ და ამობეჭდავენ. გამარტივებული სერვისი მოქალაქეს ზედმეტი ხარჯისა და დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში