ელექტრონული სერვისების მიმართ მოქალაქეთა დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება

საქართველოს ტერიტორიაზე წლეულს შესრულებული 573 502 სანოტარო მოქმედებიდან 9 630 სანოტარო აქტი ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში დამოწმდა, აქედან 7 700 -მინდობილობა/რწმუნებულება, 1 930 - განცხადება.
საქართველოში სანოტარო მოქმედებების ონლაინ რეჟიმში შესრულება 2010 წლის 20 იანვრიდან დაიწყო. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ინტერნეტის მეშვეობით სრულდება. აღნიშნული სერვისის მიმართ მოსახლეობის, განსაკუთრებით უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა,  დაინტერესება წლეულს კიდევ უფრო გაიზარდა.  გასულ წლის ამავე პერიოდის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით,  საქართველოში ონლაინ რეჟიმში 950 განცხადება იყო დამოწმებული. ინტერნეტის მეშვეობით სანოტარო მოქმედების შესრულება უცხოეთში მყოფ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, დაზოგოს ზედმეტი ხარჯი და დრო. მას მინდობილობის ან განცხადების სანოტარო წესით დასამოწმებლად საქართველოში ჩამოსვლა, ან საკონსულოში მისვლა აღარ უწევს.
ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილია მოქალაქეთა ვიდეოზარების რაოდენობა ნოტარიუსთა პალატის იურიდიულ სამსახურში. 2010 წლის ნოემბრიდან მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ნოტარიუსთა პალატაში სამართლებრივი კონსულტაცია ონლაინ რეჟიმშიც მიიღონ. პალატის იურისტები უკვე დღეში 30-მდე მოქალაქეს უწევენ სამართლებრივ კონსულტაციას ინტერნეტის მეშვეობით. აღნიშნული მომსახურებაც განსაკუთრებით უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის არის ხელსაყრელი. მათ სატელეფონი ხარჯის დაზოგვის საშუალება ეძლევათ. 
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ასევე გაზრდილია დაინტერესება იმ სერვისის მიმართ, რომელიც სააღსრულებო ფურცლის გამარტივებული წესით მიღებას გულისხმობს. ანუ  ნოტარიუსთან იპოთეკის ან გირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისას გარიგების მხარეები ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობას თუ ჩადებენ,  გარიგებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავისას, დაზარალებული მოქალაქე სააღსრულებო ფურცელს პირდაპირ ნოტარიუსთან, სასამართლოს გარეშე, მიიღებს. წლეულის ნოტარიუსის მიერ 508 სააღსრულებო ფურცელია გაცემული, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემების მიხედვით კი - 103.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში