მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
იტალიელი არქიტექტორის მიკელე დე ლუკის მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში ერთ წელიწადში აშენდა და მასში დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სხვა სამსახურებთან ერთად განთავსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, კონტროლის პალატა. ბათუმისა და საქართველოს მოსახლეობას იუსტიციის სახლის გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა:
“ეს ულამაზესი შენობა, რომელიც დღეიდან ბათუმის ერთ-ერთ სახასიათო ღირშესანიშნაობად იქცევა, წარმოადგენს არა მხოლოდ არქიტექტურულ შედევრს, არამედ შედევრს სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის საქმეში.
დღეიდან ყველა აქამდე განხორციელებულ ქართულ რეფორმას გვირგვინად დაედგმება რეფორმის წარმატების ახალი განზომილება - რასაც ჩვენი საზოგადოება იუსტიციის სახლის სახელით გაიცნობს. იუსტიციის სახლი - ეს არის სახელმწიფოსაგან მომსახურეობის გამარტივებულად მიღების მსოფლიოს ყველაზე მოწინავე, კომფორტული და ინოვაციური სტანდარტების დანერგვა საქართველოში. ეს არის აქამდე არნახულად დაჩქარებული და გამარტივებული მომსახურეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, იუსტიციის სახლით ჩვენ ვქმნით მომსახურეობის სრულიად ახალ სტანდარტს, რომელიც სამაგალითოა არა მარტო ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით… ამიტომ იუსტიციის სახლი უფრო შორს მიდის, ვიდრე ეს არის ერთი სარკმლის პრინციპი, რომელიც თავის დროზე სწორედ იუსტიციის სამინისტრომ დანერგა პირველად, იუსტიციის სახლი არის ყველაფერი ერთ სივრცეში“, - განაცხადა მ. სააკაშვილმა.
ცერემონიის დასრულების შემდეგ სტუმრებმა იუსტიციის სახლის ახალი შენობა დაათვალიერს.
ახალი ქართული ბრენდი - იუსტიციის სახლი არის იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულება, სადაც ნოტარიუსთა პალატის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საკანონმდებლო მაცნეს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერვისები არის გაერთიანული.
იუსტიციის სახლში მოქალაქეები ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით ისარგებლებენ და უფლებამოსილებაშეჩერებული, გარდაცვლილი ნოტარიუსებს მიერ ნაწარმოები სანოტარო დოკუმენტაციის დამოწმებულ ასლებს მიიღებენ.
იუსტიციის სახლები მიმდინარე წელს რუსთავში, მესტიასა ქუთაისშიც გაიხნება. 2012 წელს კი მისი გახსნა უკვე თბილისშია დაგეგმილი.
საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი ბათუმში გაიხსნა
2011 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქ. ბათუმში საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი გაიხსნა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი ფიქრატ მამადოვი.მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
იტალიელი არქიტექტორის მიკელე დე ლუკის მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში ერთ წელიწადში აშენდა და მასში დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სხვა სამსახურებთან ერთად განთავსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა, კონტროლის პალატა. ბათუმისა და საქართველოს მოსახლეობას იუსტიციის სახლის გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა:
“ეს ულამაზესი შენობა, რომელიც დღეიდან ბათუმის ერთ-ერთ სახასიათო ღირშესანიშნაობად იქცევა, წარმოადგენს არა მხოლოდ არქიტექტურულ შედევრს, არამედ შედევრს სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის საქმეში.
დღეიდან ყველა აქამდე განხორციელებულ ქართულ რეფორმას გვირგვინად დაედგმება რეფორმის წარმატების ახალი განზომილება - რასაც ჩვენი საზოგადოება იუსტიციის სახლის სახელით გაიცნობს. იუსტიციის სახლი - ეს არის სახელმწიფოსაგან მომსახურეობის გამარტივებულად მიღების მსოფლიოს ყველაზე მოწინავე, კომფორტული და ინოვაციური სტანდარტების დანერგვა საქართველოში. ეს არის აქამდე არნახულად დაჩქარებული და გამარტივებული მომსახურეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, იუსტიციის სახლით ჩვენ ვქმნით მომსახურეობის სრულიად ახალ სტანდარტს, რომელიც სამაგალითოა არა მარტო ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით… ამიტომ იუსტიციის სახლი უფრო შორს მიდის, ვიდრე ეს არის ერთი სარკმლის პრინციპი, რომელიც თავის დროზე სწორედ იუსტიციის სამინისტრომ დანერგა პირველად, იუსტიციის სახლი არის ყველაფერი ერთ სივრცეში“, - განაცხადა მ. სააკაშვილმა.
ცერემონიის დასრულების შემდეგ სტუმრებმა იუსტიციის სახლის ახალი შენობა დაათვალიერს.
ახალი ქართული ბრენდი - იუსტიციის სახლი არის იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულება, სადაც ნოტარიუსთა პალატის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საკანონმდებლო მაცნეს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერვისები არის გაერთიანული.
იუსტიციის სახლში მოქალაქეები ნოტარიუსთა პალატის არქივის სერვისით ისარგებლებენ და უფლებამოსილებაშეჩერებული, გარდაცვლილი ნოტარიუსებს მიერ ნაწარმოები სანოტარო დოკუმენტაციის დამოწმებულ ასლებს მიიღებენ.
იუსტიციის სახლები მიმდინარე წელს რუსთავში, მესტიასა ქუთაისშიც გაიხნება. 2012 წელს კი მისი გახსნა უკვე თბილისშია დაგეგმილი.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560