ნოტარიუსთა პალატის ახალი ელექტრონულ სერვისი, რომელსაც მოქალაქეები იუსტიციის სახლშიც მიიღებენ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ დღეს  ნოტარიუსთა პალატის არქივის  ელექტრონული  სერვისის პრეზენტაცია  გამართა. აღნიშნულ სერვისს მოქალაქეები იუსტიციის სახლშიც მიიღებენ.
ნოტარიუსთა პალატის არქივში ინახება უფლებამოსილებაშეჩერებული, გარდაცვლილი ნოტარიუსებს მიერ ნაწარმოები სანოტარო დოკუმენტაცია და გაიცემა ამ დოკუმენტების დამოწმებული ასლები.  ნოტარიუსთა პალატაში დაწყებულია აღნიშნული დოკუმენტაციის  ელექტრონულ ბაზის შექმნა. არქივში დაცული სანოტარო აქტები სკანირებული სახით შედის ელექტრონულ რეესტრში, შესაბამისად, არქივის თანამშრომლებს მოქალაქისთვის საჭირო დოკუმენტის მოძიება სპეციალურ ჟურნალებში აღარ უწევს, პირდაპირ ელექტრონულ ბაზაში მოიძიებს და ამობეჭდავს.
ამჟამად თითქმის დასრულებულია არქივში დაცული სამემკვირეო საქმეთა და ანდერძების ელექტრონულ რეესტრში შეტანა. ამ დოკუმენტაციის სრული ელექტრონული ბაზა 2011 წლის სექტემბერში იქნება. თუმცა, ელექტრონული სერვისი უკვე მოქმედებს და ელექტრონულ ბაზაში შეტანილი  სკანირებული დოკუმენტების დამოწმეული ასლები გაიცემა.
დღეიდან, შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებების საფუძველზე,  ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული სანოტარო აქტების მიღება მოქალაქეს უკვე სანოტარო ბიუროებშიც შეეძლება. ნოტარიუსთან მისულ მოქალაქეს  მისთვის საჭირო  დოკუმენტის ნოტარიუსთა პალატის არქივიდან წაღება აღარ მოუწევს, ნოტარიუსი არქივიდან დოკუმენტს ელექტრონული ფორმით თვითონ მიიღებს.
აღნიშნული სიახლე მოქალაქეს საშუალებას აძლევს, დაზოგოს დროს და ხარჯი და ნოტარიუსთა პალატის არქივებში დაცული დოკუმენტაცია ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე მიიღოს. 26 მაისიდან აღნიშნულ მომსახურებას მოქალაქეები უკვე ბათუმის იუსტიციის სახლშიც მიიღებენ.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში